კომპოზიტორთან დაკავშირებით წარმოდგენა-კონცერტის გამართვა.
თემა: კომპოზიტორთან დაკავშირებით წარმოდგენა-კონცერტის გამარტვა. მოსწავლეები ასახელებენ მათთვის საინტერესო კომპოზიტორებს, ასახელებენ რომელ კომპოზიტორს მიუძღვნან წარმოდგენა. მაგ: ზ. ფალიაშვილი.
მიზანი: კვლევა-ძიების, დაგეგმვის, შემოქმედებითი, თანამშრომლობის, წარდგენის უნარების განვითარება. ამოცანები: 1. საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა და გამოვლენა ცნობილი კომპოზიტორის სემოქმედების მიმართ. 2. კომპოზიტორის პორტრეტის შექმნა. ბიოგრაფიასთანდაკავშირებული მასალის მოძიება, შემოქმედების გაცნობა. მისი ნაწარმოებების მოძიება, გაცნობა,შესწავლა, შესრულება. 3. წარმოდგენის მომზადება და გამართვა. 1. მოსწავლეები გეგმავენ ღონისძიებას და ინაწილებენ ფუნქციებს. მოსწავლე რომელიც პასუხისმგებელია სესაბამის აქტივობაზე(1-5) მოს. 2. მოიძიებს მასალას. 3.მოიძიებს მუსიკალური ნაწარმოებების აუდიო ჩანაწერებს, შეარჩევს ნაწარმოებებს. 4. თანაკლასელებთან ერთად ასრულებს მცირე ფორმის მუსიკალურ ნაწარმოებებს ფორტეპიანოს, გიტარის ან სხვა საკრავის თანხლებით. აფორმებს საკლასო ოთახს. 5. ტექნიკურად წარმართავს წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებას. 6. უწევს ფოტო და ვიდეო მომსახურეობას 7. იწვევს სტუმრებს. 8 წარმართავს წარმოდგენას.მიზნობრივი ჯგუ ფი: მე_ 10 კლასი.
რესურსები: დეკორაციისთვის_ დიდი ფორმატის ქაღალდი,საღებავები,ფუნჯები. ოთახის გასაფორმებლად_ კომპოზიტორის და მისი თანამედროვეთა ფოტოები.
ტექნიკური საშუალებები_აუდიო ჩანაწერი, CD_ დისკები, მაგნიტოფონი,ფოტო აპარატი,ვიდეო კამერა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий