გაკვეთილის თემა
ქართული ხალხური მუსიკა
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
25 ბავშვი
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
რიტმის დამახსოვრებისა და გამოხატვის,მარტო და სხვებთან ერთად მღერის, რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში მარტივი ორხმიანობის ელემენტების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება, შემოქმედებით პროცესში აქტიური ჩართვა, ხალხური საკრავების ტემბრულად და ვიზუალურად გაცნობა, მოსმენილი მუსიკალური ნიმუშის ყოველდღიურობასთან დაკავშირება,მუსიკის მოსმენისას საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მოსწავლე ჩაბმულია შემოქმედებით საქმიანობაში, მოსწავლე უსმენს და აანალიზებს მუსიკალურ ნაწარმოებს, მოსწავლე მონაწილეობს მუსიკალურ ღონისძიებაში,იკვლევს ქართული მუსიკალური ხელოვნების სფეროს, განიხილავს საკუთარ და სხვის შემოქმედებას,იკვლევს და აანალიზებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
მოსწავლე ჩაბმულია შემოქმედებით საქმიანობაში.მგერის მარტო, გუნდში, ანსამბლში, საკუთარი/სხსხვისი აკომპანიმენტით.ცეკვავს მარტო, ანსამბლში.
თანმიმდევრობა
მეშვიდე კლასში ვეცნობით აღმოსავლეთ საქართველოს მთის თითოეული კუთხის ადგილმდებარეობის ეთნოგრაფიას, წეს-ჩვეულებებს ადათებსა და ხალხურ საკრავებს-ფანდურს, სალამურს, დოლს და გარმონს. ყველაზე მარტივი ერთხმიანი სიმღერებია ხევსურეთში, ფშვში, თუშეთში. უფრო განვითარებულ 2-3-ხმიან სიმღერებს ფანდურისა და გარმონის თანხლებით ვხვდებით ხევსა და მთიულეთში. ხალხური მუსიკის გაკვეთილებზე ბავშვები უსმენენ ამა თუ იმ კუთის სიმგერას, იხსენებენ, სწავლობენ და ერთად მღერიან სიმღერებს, მაგალითად „ მოხელის ქალო თინაო“ ამ გაკვეთილზე ვეცნობით გამოჩენილი ადამიანების შემოქმედებას, რომლებიც სხვადასხვა გვარად არიან დაკავშრებულნი. ვაჟა ფშაველა, ვახუშტი კოტეტიშვილი, გოდერძი ჩოხელი, ეთერ და ლელა თათარაიძე. ეს დაეხმარება ბავშვებს უფრო უკეთ დაინახონ და გაითვისონ ამა თუ იმ კუთხის ეთნოგრაფიული და მუსიკალური შემოქმედება. ხალხურ სიმეღრებს ვსწავლობთ აუდიო ჩნაწერების მეშვეობით, ტექსტებს მოსწავლეები საკუთარ სახელმძღვანელოებში ეცნობიან.
შეფასება
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
მოსწავლის წიგნი, აუდიო დისკი.
Ответить
Переслать
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий